შვეიცარიამ, 7 აპრილის მდგომარეობით $8 მილიარდის (7,5 მილარდი შვეიცარული ფრანკი) რუსული აქტივები გაყინა, მას შემდეგ რაც კრემლთან დაახლოებული პირებისთვის პირველი სანქციები დააწესა. ამის შესასხებ Bloomberg ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივან ერვინ ჰოლინჯერზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ეს ციფრი 30% გაიზარდა, იმ მონაცემებტან შედარებით, რაც შვეიცარიის ფინანსთა სამინისტრომ 24 მარტს წარმოადგინა.
1-ელ მარტს შვეიცარია ნეიტრალიტეტის მიუხედავად, ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. შვეიცარიამ გაყინა რამდენიმე პირის აქტივი, ამასთანავე, ევროკავშირის სანქციებში გათვალისწინებულ პირებს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა.
15 მარტს შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
ასევე წაიკითხეთ